LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მყისიერი ეფექტი ლარისთვის, რა თქმა უნდა, ნეგატიურია, მაგრამ გაუფასურება არ ელოდება“ /„ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

19
ლარის კურსი

„თიბისი კაპიტალმა“ გასულ კვირას განახლებული მაკროეკონომიკური და სექტორული მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანალიტიკური ორგანიზაცია წელსაც საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდას ელის.

ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება კი 2023 წლიდან დაიწყება. „თიბისი კაპიტალს“ არც ლარის მნიშვნელოვანი რყევის მოლოდინი აქვს.

მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად ორგანიზაციამ ბიზნესის რამდენიმე სექტორიც მიმოიხილა.

კვლევის დეტალებზე  „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად  ოთარ ნადარაიამ „თიბისის“ მთავარ ეკონომისტს გავესაუბრებით.

 

 

– ბატონო ოთარ, გავეცანი თქვენს კვლევას, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც განსაზღვრავს თქვენს ეკონომიკურ ზრდას, არის ის ფაქტორი, რომ ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა და ტემპის დაჩქარება ძირითადად  მოხდა მიგრანტების ხარჯზე.

– რა თქმა უნდა, მთავარია ტურიზმის ინდუსტრია, (სხვა ინდუსტრიებთან ერთად), რომელსაც მომავალში დიდი მომავალი აქვს.
თითქმის ორნახევარჯერ იზრდება ტურიზმის შემოსავალი. სამწუხაროდ იმის ხარჯზე, რაც უკრაინაში ხდება. რა თქმა უნდა, რთულია ამ თემის დადებით კონტექსტში განხილვა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდეც ტურიზმი პანდემიის შემდეგ სწრაფი აღდგენის ფაზაში იყო. რომელიც სამწუხაროდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ შეფერხდა, თუმცა ეს დააბალანსა მიგრაციის ფაქტორმა.

– ასევე მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა. გაიზარდა ფასები წიაღისეულზე.  ჩვენი ძირითადი საექსპორტო პროდუქტი ვიცით, რომ არის მადანი, სპილენძი და ფეროშენადნობები.
სხვა პროდუქციის ექსპორტიც წინა წლებთან შედარებით გაიზარდა. გასაგებია 2020 და 2021 წლები საკმაოდ მძიმე იყო ჩვენი ეკონომიკისთვის.
კიდევ რა ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ წელსაც ჩვენ გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა?

– მნიშვნელოვანია გზავნილების თემა. იცით, რომ შესწორებას ვაკეთებთ, რომ არ მოხდეს ორმაგი აღრიცხვა. გზავნილები  ძირითადად რუსეთს ეხება. თუმცა რუსეთის გარეშეც ძლიერია შემოდინებები.

ნელ-ნელა ჩვენ ვხედავთ ინვესტიციების აღდგენასაც. რაც ლოგიკურია, იმიტომ რომ კრიზისის დროს, როცა გაყიდვები დაცემულია, ინვესტიციები სუსტია. მაგრამ ახლა, როდესაც სასტუმროებში დატვირთულობა იზრდება და ბინების გაყიდვები იზრდება, ვხედავთ ინვესტიციების ძლიერ ტალღას.

საბანკო დაკრედიტებას მაინც ზომიერს ვუწოდებდი ოფიციალურად იმ გაგებით, რომ ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით მაინც ნაკლებია საბანკო დაკრედიტება. მთავარია ტურიზმის, ექსპორტისა, გზავნილებისა და ინვესტიციების აღდგენა.

– ინვესტიციები განსაკუთრებით სასიხარულოა იმიტომ რომ წლებია ტენდენციები არ იზრდება. სამწუხაროდ შემცირებაც გვქონდა პანდემიის დროს, არ იზრდებოდა ინვესტიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის.

მიგრანტების ეფექტი იქნება თუ ტურიზმი, მყიფე სექტორია, დროებითი ეფექტია. ინვესტიციებმა კი შეიძლება, გრძელვადიანი ზრდა უზრუნველყონ ქვეყნის ეკონომიკის.

ასევე მინდა შევეხოთ ლარის კურსს. თქვენ გარკვეული პროგნოზები გაქვთ და პროგნოზებზეც მინდა, რომ ისაუბროთ, თან იმ ფონზე, როდესაც დოლარი გლობალურად არის გამყარებული.

ვხედავთ, რომ  ის ევროსთანაც გამყარდა. რის ხარჯზე ხდება, რომ ლარი ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მყარდება?

– აქ მთავარი არგუმენტი არის გაზრდილი შემოდინებები.
მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზედაც ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას წინა თვეებში. ახლა ყველა ელოდება, რომ შემოდგომიდან დაიწყება გაუფასურება.

როცა ყველა ელოდება კურსის გაუფასურებას, ლოგიკური ქცევა რა არის ამ შემთხვევაში? ის, რომ ვისაც შეუძლია, ყველამ დოლარში დაიწყებს დაზოგვას.
ეს ხდებოდა აგვისტოში, ივლისში და სექტემბერში.

ჩვენი შეფასებით დაახლოებით 800 მილიონი დოლარი  გადაიდო გვერდზე. გადაწყვიტეს, რომ ზამთარში რომ გაუფასურდება დოლარი, მერე ისევ ლარში გადაიყვანენ.
მყისიერი ეფექტი ლარისთვის, რა თქმა უნდა, ნეგატიურია. მაგრამ რატომ არ მოჰყვა ამას ლარის გაუფასურება?
შემოდინებები იმდენად ძლიერია, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციებიც აიტანა და ლარის კურსმა მაინც გააგრძელა გამყარება.

ზაფხულში პირობითად რომ თქვათ, თუ შემოვიდა 2 მილიარდი, ერთი მილიარდი გადავდეთ (არა მე და თქვენ, არამედ ბაზარმა) და ახლა უკვე ეს თანხა სავალუტო ბაზარზე დაბრუნდება, რადგან წელს ძალიან გამოკვეთილი სეზონურობა არაა.

მარტივად რომ ვთქვათ, შარშან ბევრი ამბობდა, რომ არჩევნების შემდეგ გაუფასურდებაო კურსი, მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან ყველამ არჩევნებამდე გადაახურდავა ლარი.

ზოგადად ასეა, თუ რაღაც მოლოდინები არის ლარის კურსზე, ეს იმ პერიოდზე აისახება ხოლმე.

ამ ფონზე, ცოტა წინააღმდეგობრივ რამეს ვიტყვი, რომ მკითხოთ, ლარი მკვეთრად გამყარდება თუ არა? ვფიქრობ, რომ – არა.

რადგან დოლარია ძალიან გამყარებული.
აქ არგუმენტია, რომ ინფლაცია ძალიან დიდი გამოწვევაა.
ვფიქრობთ, რომ ლარის გამყარებაზე ზეწოლა დიდი იქნება.

ვფიქრობთ, რომ შედეგი იქნება ის, რომ კურსი კი არ გამყარდება მკვეთრად, ეროვნული ბანკი დოლარს იყიდის.

– ფასები ჩვენი მოსახლეობის ყველაზე დიდი ტკივილია. ეკონომიკური ზრდის აღქმა ადამიანებისთვის ცოტა რთულია.

რადგან ეს ცოტა გვიან აისახება ჩვენ შემოსავლებზე, დასაქმებაზე და ა.შ. მაგრამ ფასების ზრდას იმ წუთშივე ვგრძნობთ და ძალიან მტკივნეულად. თქვენც და პრინციპში ეროვნული ბანკიც პროგნოზირებს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას დაიწყებს შემდეგი წლიდან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვენი პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, რომ წელს რეფინანსირების განაკვეთი მოსალოდნელი არაა.

ალბათ მის პროგნოზს უნდა დავუჯეროთ.

– თავისთავად ეროვნულ ბანკს თავისი ზეგავლენაც აქვს ლარის კურსზე და ამიტომ უფრო მეტად უნდა დავუჯეროთ.
ჩვენი პროგნოზით განაკვეთის შემცირება მომავალი წლიდან დაიწყება. თუმცა ინფლაციის შემცირებას შემდეგ თვეებში ველოდებით.
წლიური ინფლაცია იქნება ნაკლები.

ძალიან გამჭვირვალედ ვიტყვი, რომ კურსისგან და ეკონომიკის ზრდისგან განსხვავებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი კორექტირება მოგვიწია ინფლაციის პროგნოზის.

ჩვენ უფრო აგრესიული შემცირება გვქონდა წინა თვეებში დაგეგმილი, მაგრამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე  ტრაგიკული მოვლენების გამო, ნავთობის ფასმა კორექცია მოახდინა, ხორბლის ფასმაც დაიწყო კორექცია, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი შეფასებით, რამდენადაც შესაძლებელია, გაიაფება, არაა გადმოსული ჩვენ ბაზარზე.

საერთაშორისო სასაქონლო ფასებიდან გამომდინარე, გაიაფებას ადგილობრივ ბაზარზე ველოდებით, თუმცა ნაკლებად.
ვფიქრობ, რომ ნავთობი და დიზელი კიდევ უნდა გაიაფდება, ისევე, როგორც შაქარი და მზესუმზირის ზეთი.
ასევე მნიშვნელოვანია მოსავლიანობის თემა. აღსანიშნავია, რომ წელს კარტოფილისა და სიმინდის ფქვილზე ცუდი მოსავალია.

ყველაზე უფრო გამოკვეთილია ქირის თემა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ამ ფასს კიდევ უფრო გაზრდის. ესეც იქნება ლარზე ზეწოლა. ჩვენი პროგნოზით ქირა დანორმალიზდება შემდეგ თვეებში.

ძალიან გამჭვირვალედ ვიტყვი, რომ კურსისგან და ეკონომიკის ზრდისგან განსხვავებით საკმაოდ მნიშვნელოვანი კორექტირება მოგვიწია ინფლაციის პროგნოზის.
ჩვენ უფრო აგრესიული შემცირება გვქონდა წინა თვეებში დაგეგმილი, მაგრამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ უკრაინის ტრაგიკული მოვლენების გამო, იგივე ნავთობის ფასის კორექცია მოხდა, ხორბლის ფასმაც დაიწყო კორექცია, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი შეფასებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია,  გაიაფება  მთლიანად არაა გადმოსული ჩვენ ბაზარზე.

საერთაშორისო სასაქონლო ფასებიდან გამომდინარე, გაიაფებას ადგილობრივ ბაზარზე ველოდებით, თუმცა ნაკლებად.
უფრო კონკრეტულად, ვფიქრობ, რომ ნავთობი და დიზელი კიდევ უნდა გაიაფდეს, ისევე, როგორც შაქარი და მზესუმზირის ზეთი.
ასევე მნიშვნელოვანია მოსავლიანობის თემა.

წელს კარტოფილისა და სიმინდის ფქვილზე ცუდი მოსავალია.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა და დიდი აქტივობა  ფასებზე დამატებით ზეწოლას იწვევს.
ყველაზე უფრო გამოკვეთილია ქირის თემა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ამ ფასს კიდევ უფრო გაზრდის. ესეც იქნება ზეწოლა.

ქირა დანორმალიზდება შემდეგ თვეებში.

ბოლო დღეებში იმპორტი იაფდება, თუმცა ადგილობრივი მომსახურება არ იაფდება, უფრო ძვირდება, იმიტომ რომ აქტივობა მაღალია.

ადგილობრივი მომსახურება ვფიქრობთ, რომ 2023 წელს დასტაბილურდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g