LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მყუდრო წვეულება თურქულ ყურეში – ბილ გეითსმა 66 წლის იუბილე ჯეფ ბეზოსთან ერთად აღნიშნა

185
1

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა “Microsoft”-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა 66 დაბადების დღე გამორჩეულად აღნიშნა.

businessinsider ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბიზნესმენი ასევე უმდიდრეს ჯეფ ბეზოსთან ერთად, ბოდრუმის მახლობლად, ერთ-ერთ მყუდრო ყურეში, Sea Me Beach-ზე განმარტოვდა.

ფოტო: „ვერა ვონგის“ კაბა, 300 სტუმარი და Coldplay-ის შესრულება – ბილ გეითსის ქალიშვილის ზღაპრული ქორწილი

მედიის ცნობით, ბეზოსთან ერთად, წვეულებაზე 50 სტუმარი იმყოფებოდა.

როგორც მედია წერს, წვეულება ოთხ საათს გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრებს შამპანურით, სუშით, ადგილობრივი ზღვის პროდუქტებითა და პიცით გაუმასპინძლდნენ.

,,დაბადების დღეზე მიწვეული სტუმრები ვერტმფრენით ბილ გეითსის მეგა-იახტიდან, განცალკევებულ, თვალწარმტაც ყურეში გადაიყვანეს.

იახტას აქვს სპორტული დარბაზი, ჯაკუზი, პლაჟის კლუბი და საცურაო აუზი”,  – წერს თურქული გამოცემები.

„შენ მე კაცობრიობის დახმარების სიყვარული მასწავლე“ - ჯენიფერ გეითსი მამას იუბილეს ულოცავს და ჯადოსნური ქორწილიდან ახალ ფოტოებს ავრცელებს

მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის, ­„მაიკროსოფტის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბილ გე­ით­სის ქა­ლიშ­ვი­ლი, 25 წლის ჯე­ნი­ფერ გე­ით­სი და­ქორ­წინ­და

,,მაიკროსოფტის” დამფუძნებელი, რომლის ქონებაც 136 მილიარდ დოლარს შეადგენს, 28 ოქტომბერს 66 წლის გახდა.

გამორჩეულად მიულოცა დაბადების დღე გეიტს საკუთარმა ქალიშვილმაც. ჯე­ნი­ფერ გე­ითსმა, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხანს და­ქორ­წინ­და, ,,ინ­სტაგ­რამ­ზე” მა­მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

“მად­ლი­ე­რი ვარ, რომ შენ­გან უსას­რუ­ლო ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, მუდ­მი­ვი ძი­ე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი ვის­წავ­ლე. მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის, ამ სა­ოც­ნე­ბო დღეს ჩემ­თან ერ­თად ყოფ­ნის­თვის. ეს მო­გო­ნე­ბე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა.” – დაწერა ჯე­ნი­ფე­რ გეიტსმა.

„შენ მე კაცობრიობის დახმარების სიყვარული მასწავლე“ – ჯენიფერ გეითსი მამას იუბილეს ულოცავს და ჯადოსნური ქორწილიდან ახალ ფოტოებს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g