LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MYVIDEO.GE ევროპულ ბაზარზე შესასვლელად ემზადება

64

MYVIDEO.GE ევროპულ ბაზარზე შესასვლელად ემზადება და  ძლიერ საერთაშორისო პოტენციურ პარტნიორებს ეძებს.

ქართულმა კომპანიამ დუბლინში გამართულ სამიტში მიიღო მონაწილეობა. პლანეტის საუკეთესო ტექნოლოგიურ კონფერენციად აღიარებულ სამიტს 110 ქვეყნიდან 22 000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის, Fortune 500-ში შემავალი კომპანიები, Google, Facebook, Microsoft, Amazon, Twitter, Adobe, Financial Times, the Huffington Post, Business Insider-ის წარმოდგენლები.  

ქართული კომპანია სამიტზე TVIBO- სახელით იყო წარმოდგენილი, როგორც სატელევიზიო სტრიმინგის პლატფორმა რეგიონალური ტელევიზიებისათვის, რაც MYVIDEO.GE-ს  გლობალური მაუწყებლობის გარდა,  მონეტიზაციის შესაძლებლობასაც მისცემს.

MYVIDEO.GE- დამფუძნებლებმა სამიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს პოტენციური მსხვილი საინვესტიციო კომპანიების  – MMC Ventures, Liberty Global Ventures და DFJ Esprit  წარმომადგენლებთან. ქართული კომპანია პოტენციურ პარტნიორებს  პლატფორმის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდის და მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს დამატებით განიხილავს.

MYVIDEO.GE საქართველოს ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. დღევანდელი მონაცემებით ყოველთვიურად ორ მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, რაც საქართველოს ინტერნეტ მომხმარებლების 100%- შეადგენს. 2013 წელს MYVIDEO აზერბაიჯანის ბაზარზეც გამოჩნდა, სადაც ასევე დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g