კომპანია, რომელიც Myvideo.ge-ის ფლობს, ახლა უკვე adjaranet.com-ის მფლობელიც გახდა. პოპულარული და უმსხვილესი ვიდეოპორტალი 2001 წელს დაარსებულმა ITDC-მ შეიძინა.
აღნიშნულ ინფორმაციაზე კულვარებში რამდენიმე დღეა საუბრობენ. „ფორტუნა“ Myvideo.ge-ს ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, ამიტომ გარიგების დეტალები და მიზეზები ჯერჯერობით უცობია.
როგორც Myvideo.ge-ში განგვიცხადეს, adjaranet.com-ის ყიდვის თემაზე ოფიციალური განცხადება 1 აგვისტოს გაკეთდება.
შეგახსენებთ, დღემდე adjaranet.com Adjara Group-ში შედიოდა, რაც შეეხება ITDC, მის შემადგენლობაში შემდეგი პორტალებია: Myvideo.ge; imoves.ge; amindi.ge; fly.ge, tarifebi.ge.