LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვართ დღესვე, ხვალვე, ორშაბათსვე დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი: ელისაშვილი

47
aleko 3

პარლამენტის წევრი, პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ მზად არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ დატოვებულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„მზად ვართ დღესვე, ხვალვე, ორშაბათსვე, საჯაროდ, ამ დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი. პარლამენტში ვართ, “მოქალაქეები” შეთანხმებული ვართ “ქართულ ოცნებასთან”, მაგრამ რადგან მეძახდნენ იქ, როგორც ბარიერგადალახული პარტიის თავმჯდომარე, ნიშნავს აინტერესებდათ ჩემი პოზიციაც და ხელმოწერაც.

გამოვიდეს ინდივიდუალურად ყველა პარტია, “ქართული ოცნებაც”, “გირჩიც”, მეორე “გირჩიც” რა ვიცი, ვინც არის, ყველა, გაუსწორონ საქართველოს კრიზისში მცხოვრებ მოსახლეობას და სათითაოდ გვითხრან პოზიცია, აწერენ ამ დოკუმენტს ხელს ყოველგვარი დათქმების გარეშე თუ არ აწერენ, რომ დავასრულოთ ეს იწილო-ბიწილო,”- ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილმა განმარტა, კრისტიან  დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს

„დოკუმენტს 100%-ით ხელს აწერდა ვახო მეგრელიშვილი, ასევე ჩვენი პარტია, „ქართული ოცნება“ კი  დაახლოებით 95%-ით მზად იყო ამ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა, ხოლო ოპოზიციის დიდი ნაწილი ამას 100%-ით არ აწერდა ხელს“, – აცხადებს ელისაშვილი.

მისივე თქმით, ეჭვები აქვს, ვიღაც რუსეთის დავალებას ასრულებს, რომ შეთანხმება ჩაიშალოს.

მოლაპარაკების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული იყო “ლელო”: ალეკო ელისაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g