რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს, 27 ოქტომბერს, ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბში გამართულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის.
პუტინის თქმით, მოლაპარაკებებზე უარს უკრაინა ამბობს.
“ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და მე ახლახან, კრემლში გამოსვლისას, საჯაროდ აღვნიშნე ეს, მაგრამ კიევის რეჟიმის ლიდერებმა გადაწყვიტეს არ გაეგრძელებინათ მოლაპარაკებები რუსეთთან”, – აცხადებს პუტინი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე: