LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: რუსეთი არ უპირისპირდება დასავლეთის ელიტებს, რუსეთი უბრალოდ იცავს თავის არსებობისა და თავისუფლად განვითარების უფლებას

38
271703898_0_0_3107_1748_1920x0_80_0_0_e0054f9277a70f4a44319f851d0e16b8

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი ვალდაის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი უბრალოდ იცავს თავის არსებობისა და თავისუფლად განვითარების უფლებას.

“რუსეთი არ უპირისპირდება დასავლეთის ელიტებს, რუსეთი უბრალოდ იცავს თავის არსებობისა და თავისუფლად განვითარების უფლებას. ამავდროულად, ჩვენ თვითონ არ ვაპირებთ გავხდეთ რაიმე ახალი ჰეგემონი, რუსეთი არ სთავაზობს უნიპოლარობის ბიპოლარულობით შეცვლას.

ყოველთვის მწამდა და ახლაც მწამს ამ საღი აზრის ძალის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებსაც და დასავლეთსაც მოუწევთ თანაბარი საუბრის დაწყება ჩვენთვის საერთო მომავალზე. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი, რა თქმა უნდა”, – განაცხადა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები