LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ აღდგენით სამუშაოებში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

88

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მზადაა, ბორჯომის ხეობაში ხანძრით განადგურებულ 5 ჰექტარ ფართობზე მწვანე საფარი აღადგინოს.

ამის შესახებ  აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა.

მზად ვართ,  მონაწილეობა მივიღოთ აღდგენით სამუშაოებში, იქნება ეს ფონდის სახით თანხის ჩარიცხვა თუ პირდაპირ აღდგენითი სამუშაოების წარმოება. ჩვენ გვყავს კვალიფიციურ სპეციალისტთა ჯგუფი და გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება რეკრეაციული და გამწვანების ზონების მოწყობის. დღეს, ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით, შეგვიძლია, 5 ჰექტარი ფართობის სრულად აღდგენა განვახორციელოთ“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

magti 5g