LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ კონსულტაციებში“ – ვინ შეუერთდება მომავლის ქარტიის შექმნის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას

136
ing (8)

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას პოლიტიკოსებისთვის, შეიქმნას მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმიანებიან.

პრეზიდენტი: გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას – შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“! 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ენმ მზად არის, პრეზიდენტის ინიციატივას შეუერთდეს:

„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით მინდა დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში. იმიტომ, რომ ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ არჩევნების წინ, რომელიც ქვეყანას ელოდება და რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს ცვლილება.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ისაუბრა ცვლილების აუცილებლობაზე და იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება არა ერთპიროვნული მმართველი, არამედ კოალიციური, ევროპული ტიპის მმართველობა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია წინასაარჩევნოდ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პრეზიდენტის შეთავაზებას გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც და თქვა, რომ კონსულტაციებში მონაწილეობისთვის მზად არიან:

„გამარჯვების კოალიცია“ – „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ამ კონსულტაციებში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ვფიქრობთ, რომ ამოცანაა იმდენად დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ყველა განსხვავება, რაც ოპოზიციურ ფლანგზეა, უნდა დავივიწყოთ.

უნდა წავიდეთ იმ გზით, რასაც საზოგადოება გვთავაზობს. აქამდეც, არც ერთ თავდასხმას არ ვპასუხობთ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რადგან ახლა საზოგადოებას უნდა, ოპოზიციურ ფლანგზე იპოვოს ის გამაერთიანებელი შინაარსი, რომელიც სიღარიბეს დაამარცხებს, სამუშაო ადგილებს შექმნის და დაჩქარებული წესით შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში.

ამიტომ ამ კონსულტაციებისთვის მზად ვართ. ამასთან, დიდი ერთობისთვის ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები