LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მზად ვიყავი, ყველა გამელანძღა და თმებით მეთრია იმ ამაზრზენი ბავშვებიდან”

80

ჟურნალისტი თეო გილიგაშვილი სოციალურ ქსელში სკოლაზე და მასში არსებულ პრობლემებზე წერს.

ის ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს, რომელიც პირველ ექსპერიმენტულ სკოლას, მას და მის შვილებს ეხებათ.

სწორედ ამ ისტორიის შემდეგ გადაიყვანა გილიგაშვილმა მისი შვილები კერძო სკოლაში.

თუმცა, ჟურნალისტი ფიქრობს, რომ კერძო სკოლა გამოსავალი მაინც არ არის.

“ჩემი შვილი სწავლობდა 1-ელ ექსპერიმენტულ სკოლაში. მეხუთე კლასში რომ გადავდა, სოფოც შევიყვანე. პირველივე კვირის ერთ დღეს, ბავშვები დავტოვე და გამოვედი ეზოდან. ჭიკართან უფროსკლასელები იდგნენ და ლაზღანდარობდნენ, ზორბა ბიჭები, ახლად წვერამოღინღლულები, ალბათ გაკვეთილიდან გამოპარულები. ცოტა რომ გამოვცდი, რომელიღაცამ დაიღიალა:

– თეოო!

ისე გამიკვირდა, შევხტი და შემოვტრიალდი. გოგო ჩემს გარდა ქუჩაში არავინ იყო. ჩემს უკან ბიჭი მოდიოდა, სათვალიანი, წიგნებით სავსე ზურგჩანთით, რაღაცნაირად აწურული. იმ წამს ჩამოუარა ბიჭების ჯგუფს და ცდილობდა, რაც შეიძლებდა შორს გაევლო, მაგრამ აბა, იმ ვიწრო ქუჩაზე რას ასცდებოდა. უხერულად იღიმებოდა და ცდილობდა, სწრაფად წამოსულიყო.

– თეოოო, დღეს საღამოს რას აკეთებ?ვისი გოგო ხარო? – ერთი, ცოტა მსუქანა განსაკუთრებით აქტიურობდა. დანარჩენები ხმამაღლა ხარხარებდნენ.

სათვალიანმა ბიჭს ფერი არ ედო. ზურგჩანთის სამხრეებს ისე იყო ჩაბღაუჭებული, ხელებიც გათეთრებული ჰქონდა. ფეხს აუჩქარა. მე დაძაბულობისგან ყურებში ქარიშხალი ჩამიდგა. გაქვავებული ვიყავი. გონს მოვედი და მოვბრუნდი იმ ამაზრზენი ბავშვებისკენ. მზად ვიყავი , ყველა გამელანძღა და თმებით მეთრია. რომ დამინახეს შეშლილი სახით, სწრაფად დაიშალნენ და შენობაში შევიდნენ. რამდენიმე წუთით ჭიშკართან ვიდექი. უცებ წარმოვიდგინე ჩემი გამწლიკული ბიჭი – ფეხბურთს რომ არ თამაშობს – არ უყვარს. სამაგიეროდ, ცოცვაზე და ციგურებზე დადიოდა. ხალხურ სიმღერაზე არ იარა – ვიოლინო და კლასიკური მუსიკა მომწონსო. ცეკვაც სპორტული ცეკვები მირჩევნიაო, სულ რომ ამბობს. წარმოვიდინე და მოვკვდი. ახლაც, იმ სათვალიანი ბავშვის სახე რომ მახსენდება, ცუდად ვხდები.

ჩემს შვილს არაჩვეულებრივი კლასელები, მათი მშობლები და პედაგოგი ჰყავდა. მააგრამ ამ შემთხვევიდან ერთ კვირაში სხვა, კერძო სკოლაში გადავიყვანე. ალა ვხედავ, როგორ შეიძლება, ბავშვი ბედნიერი იყოს სკოლაში. სამაგიეროდ, ახლა სხვა დილემა მაქვს: როცა ნახავს, როგორია მის კედლებს გარეთ სამყარო, როგორ დაიცავს თავს?

P.s. პირველ კლასში, სკოლაში ბუფეტისთვის ფული გავატანე და საღამოს გავარკვიე, რომ უფროსკლებმა, ალბათ მეხუთედან, წაართვეს. ჩანთა ამოუქექეს და ლამაზი საშლელები, დიდის ამბით რომ მაყიდინა, ისიც მიაყოლეს. მაშინვე დამრიგბელს დავურეკე. მეორე დილას, სკოლის დირექტორმა მეხუთეკლასელი ბიჭები კლასში, გაკვეთილზე შეუყვანა ჩემს 6 წლის შვილს და ამოიცანი, ვინ წაგართვაო. ამან, ალბათ შეშინებულმა ხმა ვერ ამოიღო. მერე მე დამირეკა დამრიგებელმა და დელიკატურად მითხრა, ალბათ ფული დაკარგა და ამათ აბრალებსო. რაც მერე მოხდა, არავის გაგაოცებთ, ყველა დედა ამას იზამდა🙂

P.s.s. ბავშვებმა ფული რომ წაართვეს, მაშინ მეხუთეკლასელები იყვნენ. ახლა მე11-ში არიან!”, – წერს თეო გილიგაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g