მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას სხვადასხვა პროფესიის და ასაკის კვალიფიციური ადამიანი ყოველდღიურად უერთდება. „ლელოს“ დამფუძნებელმა დღეს მეშვიდე თორმეტეული წარადგინა.
ეკონომისტებს, ბიზნესმენებსა და მთარგმნელებს დღეს ფერმწერი, სპორტსმენი და ფარმაცევტიც შეუერთდა. ხაზარაძის მიერ დასახელებულ ახალ წევრებში არიან სამართლის, ბიზნესისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებიც.
მამუკა ხაზარაძის თქმით, “ლელო” არის ადგილი, სადაც ადამიანები იდეის გარშემო იკრიბებიან და ეს იდეა საქართველოს გამარჯვებაა.
თორნიკე ჩიქოვანი – იურისტი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას ხელმძღვანელობდა
“ჩემთვის ეს მოძრაობა არის თავისუფლებსა და თანასწორობაზე დაფუძნებული მოძრაობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას უკეთეს საქართველოში ვიცხოვროთ”.
გოგიტა დათუკიშვილი – ფარმაცევტი; ხარისხის მენეჯმენტის კონსულტანტი; შვიდი ფარმაცევტული პროექტის ავტორი, რომელიც დღეს საქართველოში ფუნქციონირებს
“ლელომ მომცა მე დიალოგის საშუალება. აქ მოვედი, იმისთვის, რომ ჩემი აზრი გამოვხატო, რათა ჩვენი ქვეყანა წავიდეს ევროპული ღირებულებებისკენ. მე აღარ მინდა ჩემი ქვეყანა იყოს მაჩანჩალა. მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეთ”.
მარინა მამუჩაშვილი – ფერმწერი; ამჟამად, ხელოვნების პედაგოგი
“ვფიქრობ, მოძრაობა დასავლური ღირებულებების მატარებელ ხალხთან ერთად შეძლებს ჩვენი შვილებისთვის დემოკრატიული სახელმწიფოს სექმნას და მე მინდა ამაში მივიღო მონაწილეობა”.
“ლელოს” გუნდს სპორტსმენიც შეუერთდა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მამუკა მახარაძე დღეს არის მწვრთნელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ცხენოსნობაში. ადამიანი, რომელთან ერთადაც ხაზარაძის თქმით, მე-19 საუკუნის საჯინიბო აღადგინა.
მოძრაობას ასევე, შეუერთდნენ:
- გიორგი ზურებიანი – სტარტაპერი; წარმოების მართვის სპეციალისტი, ვარშავის უნივერსიტეტის მართვის მაგისტრანტი. ხაზარაძის განცხადებით, ის ილუზიების მუზეუმის პროექტს წარმატებულად ახორციელებს.
- ალექსანდრე ჩუბინიძე – არქიტექტორი; პრაქტიკოსი; სამხატრო და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;პუბლიკაციების ავტორი არქიტექტურულ თეორიებში;
- გურამ დოლენჯაშვილი – მხატვარი; “ლელოს” დამფუძნებლის თქმით, ის ორიოდე წელია, რაც ემიგრაციიდან დაბრუნდა და აქტიურად ჩართულია სამოქალაქო ცხოვრებაში.
- თამარ ბუაძე – მარკეტოლოგი; ბიზნეს ადმინისტრაციის სპეციალისტი.
- თორნიკე ადამაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალური კინოს ასოციაციის ხელმძღვანელი;
- ვაჩე ჩინჩალაძე – კვების პროდუქტების წარმოების ქართული კომპანიის მენეჯერი; მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში
- ნუკრი ტატიშვილი – ინჟინერ-გეოლოგი;
- თამარ ჩალაგანიძე – კომუნიკაციების სპეციალისტი
გუნდის ახალი წევრების წარდგენის ბოლოს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა შეუერთდნენ მოძრაობას.
“ეს არის თქვენი ადგილი, ყველას ადგილი. იმ ადამიანების, ვისაც უნდა დიალოგი, ეძებს გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან, ვისაც უნდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამარჯვებულის სახელის ტარება, საქართველოს საქმეში. ეს არის ადგილი, სადაც პირველად იკრიბება გუნდი იდეის გარშემო. ჩვენ პროფესიონალების შეკრების გზას ვადგავართ”- აღნიშნა “ლელოს” დამფუძნებელმა.
https://www.facebook.com/LELOMovement/videos/400225647533283/?__xts__[0]=68.ARC9_p6QyDFrz9OCIWn0i08FpnC_m0rpkJcSHwHu2OJJbpAyYBdgjZvVouxDT4udZzxyos3ed-5c4JRqLELf5yYW8-NpZoiGCpRmVE6VEYtBFKp9QdGTezmSkJ0dPOpUmbJoMScbpPscBNv51Hlt5_7gFEAxNYP0_cz5YQPbT6Y2maDMc9uAMfimztAakufn-P7eXJRcvHCMyYK1CvOAtragNDnH7N8JdftLGA6TE9b7Eo5uzOLvgekxKHUQz6_5uqZSA9EkGy0NFVxHicP-nEL-l47Fmt-wPkeC72dLovRhDftOs9L0fYA_NjpQpzq9O6dtw-Y8USOPpvbrgq2ZHWjB1q09y4Bc&__tn__=-R
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ლელოს“ 1 500-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა უკვე და საზოგადოებრივი მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა ფორმით ყველა მათგანს წარადგენს. მისივე ინფორმაციით, ეს პროცესი გაგრძელდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
პოეტი, ბიზნესმენი, მასწავლებელი და მთარგმნელი - ხაზარაძემ "ლელოს" კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა (ფოტო)
წარგდენა მწვანე ქალაქში, ლისზე გაიმართა.
„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობის, „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართა. ხაზარაძემ მაშინ თქვა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს, სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი.
ლირიული სადღეგრძელო თუ ჭკვიანური ნაბიჯი – როგორ აფასებენ ხაზარაძის “ლელოს”
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური პარტიის შექმნასაც გეგმავენ. პარტია „ლელოს“ პრეზენტაციას ხაზარაძე 12 დეკემბერს გეგმავს.