„მზეთუნახავი და ურჩხულის“ მსოფლიო პრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა. ზღაპრულმა სასიყვარულო ისტორიამ ეკრანებთან მილიონობით ადამიანი მიიყვანა, პირველივე უქმეებზე ფილმმა ჰოლივუდის ისტორიაში მარტის თვის რეკორდი მოხსნა და ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა.
ასეთი წარმატების გამო კი მისი შემქმნელები ახალი ნაწილის გადაღებაზე დაფიქრდნენ. სიკველის ეკრანებზე გამოსვლის სავარაუდო თარიღი 2019-2020 წლებია“, – განაცხადა ინსაიდერმა.
დარჩებიან თუ არა მთავარ როლებში ემა უოტსონი და დენ სტივენსი, ჯერ-ჯერობით უცნობია.