„მზეთუნახავი და ურჩხულის“ შემოსავალმა 900 მილიონ დოლარს მიაღწია. თანხის უმეტესი ნაწილი – 480 მილიონი ფილმმა ჩრდილოეთ ამერიკაში გამოიმუშავა.
ამ მაჩვენებლით კი, სტუდია Walt Disney-ის ეს პროექტი შესაძლოა, 20107 წლის პირველი ფილმი აღმოჩნდეს, რომლის შემოსავალიც მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. მითუმეტეს, რომ „მზეთუნახავი და ურჩხული“ ჯერ არ გამოსულა იაპონურ კინოგაქირავებაში. პრემიერა აქ 2017 წლის ბოლოს იგეგმება.