„მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ქალბატონ მზია ამაღლობელს. ძალიან დიდი ტკივილია თითოეულ ქართველში, იმის გამო, როგორც მას მოექცნენ“ – ამის შესახებ მსახიობმა გია როინიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მზია ამაღლობელი გმირია ჩემს თვალში, ასეთ ქალებზე დგას საქართველო“ – თამრიკო ჭოხონელიძე
„სადამდე მიდიან და რას გვიპირებენ, მართლა აღარ ვიცი“
„ეს ქალბატონი ახლა თითოეული ჩვენგანისთვის ეწამება, იმისთვის, რომ გამოვფხიზლდეთ, იმისთვის, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდეს. რა თქმა უნდა, ჩემი სოლიდარობა ჩემი შვილების და კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობას, რომლებიც ციხეში აბსოლუტურად უკანონოდ არიან.“ – ამბობს გია როინიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, უკვე 23-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.