LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან: „ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია“

400
მზია ამაღლობელი

ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა რუსთავის ციხიდან წერილი გამოაგზავნა.

ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, ამაღლობელი წერს, რომ მისი დაკავება და წარდგენილი ბრალი რეპრესიული და სიძულვილით გაჟღენთილი პროცესების შედეგია.

„ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია.

„ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი: „პასუხისმგებლობას არ გავურბივარ“

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.

პროცესების, რომელიც ბოლო 1 წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც დიქტატურა”. – წერს მზია ამაღლობელი.

„ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს… ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს, დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს“ – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ინფორმაციისთვის, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

თავდაპირველად ის საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს, რომელზეც ეწერა: „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მზია ამაღლობელს პატიმრობა გუშინ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე  ნინო სახელაშვილმა მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g