LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზია ამაღლობელს ვთხოვთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა“ – ნინია კაკაბაძე

135
ნინია კაკაბაძე მზია ამაღლობელზე

ერთად გავუგზავნეთ [წერილი], სადაც ვთხოვთ, რომ ჩვენ ის ჯანმრთელი, ცოცხალი გვჭირდება იმისთვის, რომ ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა – ვთხოვთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ პარლამენტის უკან მიმდინარე, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა მზია ამაღლობელს: „შენ რომ ბევრი მაღალი მთა გადაიარე და დალაშქრე, უკან მოიტოვე და ახლა ყველაზე მაღალი მთის წინ რომ დგახარ… ალბათ ესაა გზა, რომელსაც საკუთარ თავში ხშირად გადის მებრძოლი და თავისუფალი ადამიანი“

„აქედან ხმა როგორ მივაწვდინო არ ვიცი, მაგრამ მაინც ვცდი… ამ დროს ხელის ხელზე შეხება მირჩევნია ან ჩახუტება. ვწუხვარ ახლა, რომ ეს არ გამოვა“ – წერს მაია ცირამუა.

მისი თქმით, მზია ამაღლობელის კოლეგები და მეგობრები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, „რომ დროზე მოეგონ გონს, გაათავისუფლონ ყველა სინდისის და პოლიტპატიმარი, მათ შორის მზია ამაღლობელი“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო

„ერთად გავუგზავნეთ [წერილი], სადაც ვთხოვთ, რომ ჩვენ ის ჯანმრთელი, ცოცხალი გვჭირდება იმისთვის, რომ ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ისევ ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა. ამიტომ, ვთხოვთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ხელისუფლებას კი მოვუწოდებთ, რომ დროზე მოეგონ გონს, გაათავისუფლონ ყველა სინდისის და პოლიტპატიმარი , მათ შორის ჩვენი კოლეგა, მზია ამაღლობელი“, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელს მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები წერილით მოუწოდებენ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს.

როგორც წერილშია ნათქვამი, მზია ამაღლობელმა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადოს.

ცნობისთვის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ამ დრომდე შიმშილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g