LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზია გეწაძე: „რად გვინდა ისეთი ტრადიცია, რომელიც ადამიანს სიცოცხლესა და ბედნიერებაში ხელს უშლის?“

2716
მზია გეწაძე

„ბოშა ქალოს“ შემსრულებელი, მომღერალი მზია გეწაძე პასუხობს ჟურნალ „გზის“ კითხვას, რატომ აღარ შექმნა მეორედ ოჯახი:

„აღარ გავთხოვდი. ვფიქრობდი: მეორედ რომ გავთხოვდე და ისევ არ გამიმართლოს, ეს ხალხი საერთოდ ქარს გამატანს-მეთქი… ასეთი ტრადიციები დღესაც არის ბევრ რეგიონში. ზოგჯერ ვფიქრობ: რად გვინდა ისეთი ტრადიცია, რომელიც ადამიანს სიცოცხლესა და ბედნიერებაში ხელს უშლის? არ ფიქრობენ, ამ საშინელ სიტყვებს ისედაც ტრავმირებული ადამიანი რომ წაიკითხავს, რა დაემართება, ხომ შეიძლება სუიციდზეც იფიქროს? ერთხანს ამაზე მეც ვფიქრობდი: როცა მლანძღავდნენ და მეუბნებოდნენ, შვილს წაგართმევთო, ღამით ვერ ვიძინებდი! ვფიქრობდი, შვილს არავის დავუთმობ, გულში ჩავიხუტებ, თეთრ ხიდთან გავალ და მდინარეში გადავხტები-მეთქი… რაც ბიჭის დედა გავხდი, სულ ვფიქრობდი, ისეთი ნაბიჯი არ გადამედგა, რომ მისთვის ზიანი მიმეყენებინა. ქუთაისში წლები დამჭირდა, რომ რეპუტაცია აღმედგინა, მაგრამ ვიცი, ჩემზე დღემდე ლაპარაკობენ. რაც შეეხება მეორედ გათხოვებას, ამ ნაბიჯს მხოლოდ მაშინ გადავდგამ, თუ ღირსეული, კარგი ადამიანი შემხვდება ცხოვრების გზაზე. რაც თავი მახსოვს, სულ ვშრომობ და ვცდილობ, შვილი უზრუნველყოფილი მყავდეს: 2000 წლიდან რესტორანში დავიწყე მუშაობა, როგორც მომღერალმა და უზრუნველად წუთით არ ვყოფილვარ. მეც ხომ ქალი ვარ, ადამიანი და ბედნიერების უფლება მეც მაქვს! საკმაოდ რთული გზა გამოვიარე, მაგრამ არ ვნანობ, რადგან მხარში შვილი მიდგას…“

„ბოშა ქალის” ავტორი პლატონურად მიყვარდა, ჩემზე გაცილებით დიდი იყო, ცოლი არ ეჭვიანობდა ამაზე” – მზია გეწაძე

„რესტორანში 40 წლის მამაკაცმა შეურაცხყოფა მომაყენა, წამოვხტი და სახეში შემოვარტყი…ეს კაცი გაგიჟდა და გადამიარა წიხლებით” – რა ისტორიას იხსენებს მზია გეწაძე

ვიდეო: ეთერში მწარედ ატირებული მზია გეწაძე: „ქმარმა სართულებიდან გადმომაყარა ტანსაცმელი… ეს იყო ყველაზე საშინელი კადრი ჩემს ცხოვრებაში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g