LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რესტორანში 40 წლის მამაკაცმა შეურაცხყოფა მომაყენა, წამოვხტი და სახეში შემოვარტყი…ეს კაცი გაგიჟდა და გადამიარა წიხლებით” – რა ისტორიას იხსენებს მზია გეწაძე

38435
BeFunky-collage - 2023-05-23T002447.895

მომღერალი მზია გეწაძე გადაცემა „ფარული კონვერტის” სტუმარი იყო, სადაც უსიამოვნო ინციდენტი გაიხსენა.

„ქორწილში ვიყავი მიწვეული და რაც ვიმღერე იქ მიწვეულ სტუმრებს არ მოეწონათ. 40 წლის კაცი მოვიდა, მთვრალი იყო და დედა შემაგინა. ვერ გავიგე რატო გაბედა, რა უნდოდა. იმერეთში იყო ქორწილი და მანდ სტუმართმოყვარეობა ხომ ზენიტშია და ძალიან გამიკვირდა. ავხედე და გავუცინე. ამაზე გამწარდა და უარესად შემაგინა.

წინა საღამოს დედაჩემი ცუდად მყავდა, ხელებში ჩამაკვდა. წამლების ფული არ მქონდა მაგიტომ წავედი ამ ქორწილში. ჩემი პრობლემები მქონდა. ეს სიტყვები რომ მითხრა, წამოვხტი და სახეში შემოვარტყი. ეს კაცი გაგიჟდა და გადამიარა წიხლებით. ძალიან რთული სიტუაცია იყო ქალები ჩაერივნენ. ბიჭებმა ვერაფერი მოახერხეს, გაოცებულები იდგენენ.

ბოლოს დაშოშმინდა ქორწილი, სახლში წავედი და დავიძინე. მეორე დღეს სხვა ქორწილში წავედი, წამლებისთვის ფული რომ მქონოდა. დილით ვნახე, რომ სულ დალურჯებული მქონდა ტანი. ამიტომ წავედი პოლიციაში და ვუჩივლე. შეადგინეს ოქმი და ჯარიმა დაუწერეს. 4 შვილი ჰყავდა ამ კაცს და ციხეში არ გავუშვი, ვინ მიხედავდა ამ ბავშვებს…“ – ამბობს გეწაძე.

მზია გეწაძე: „პოპულარობა 53 წლის ასაკში მოვიდა, საერთოდ რომ არ ველოდი… არ ვიცი, რას ფიქრობს ამაზე ჩემი ყოფილი მეუღლე, რადგან თვალით არ მინახავს…“

მზია გეწაძე: „პირდაპირ ასე დამისვა საკითხი: ქმარი დატოვე და დღესვე წაგიყვან ცოლად შენი შვილიანადო…“

ვიდეო: ეთერში მწარედ ატირებული მზია გეწაძე: „ქმარმა სართულებიდან გადმომაყარა ტანსაცმელი… ეს იყო ყველაზე საშინელი კადრი ჩემს ცხოვრებაში…“

მზია გეწაძის მძიმე ბედი: „ღამის გასათევად მოვხვდი ოჯახში, სადაც დამიტოვეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები