LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზია ორველაშვილი სამუშაოდ საფრანგეთში გაემგზავრა: „პურის ფული მიჭირდა… არც ერთ დედას არ ვუსურვებ იმას, რასაც დღეს მე განვიცდი…“

628
mzia

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე, სამეჯლისო ცეკვების შემსრულებელი, მზია ორველაშვილი იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. ის სამუშაოდ საფრანგეთში გაემგზავრა, ვინაიდან აქ საკუთარი საქმით თავს ვერ ირჩენდა. ცნობილმა მოცეკვავემ შვილები საქართველოში დატოვა.

ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ეს მძიმე გადაწყვეტილება იყო:

„ბოლო დროს ყველაფერი აირია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, პურის ფული მიჭირდა. სტუდია მაქვს, რომელსაც ვამუშავებ, მაგრამ შემოსავალი იჯარასაც არ ჰყოფნის. ველოდი, როდის დალაგდებოდა ყველაფერი, მაგრამ ასე არ მოხდა, ამიტომ იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი სამუშაოდ. ჩემს ქვეყანას დიდი ხნით ვერ დავტოვებ, ძალიან მიყვარს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. რაც ყველაზე მთავარია, ორი შვილი მყავს და აქ მათ გარეშე მიწევს ყოფნა, რაც ძალიან რთული გადასატანია, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დავბრუნდები… ახლახან ჩამოვედი, მაგრამ უკვე დეპრესიაში ვარ, ჩემი შვილების დატოვება ერთი დღითაც კი მიჭირს. ყოველდღე ვტირი, ყოველ წუთს ვტირი, როცა ბავშვებს ველაპარაკები, ან როცა მარტო ვარ, თავს ვერ ვიკავებ. არც ერთ დედას არ ვუსურვებ იმას, რასაც დღეს მე განვიცდი…

ბავშვები როგორ შეეგუენ შენს წასვლას?

პატარა თავის მამიკოსთან მყავს დატოვებული და ბოლომდე ვერ გრძნობს, რა ხდება, უფროსი – ჩემს მშობლებთან. ძალიან უჭირს უჩემობა, მაგრამ დედის დღეს საოცარი სიტყვები მომწერა და ისედაც სულ მეუბნება: „დე, მე ვიცი, შენ რატომ გადადგი ეს ნაბიჯი. ვიცი, რომ ყველაფერს ჩვენთვის აკეთებ და სულ რომ შორს იყო, ყველაზე მეტად მაინც შენ მეყვარებიო…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები