მოცეკვავე მზია ორველაშვილი გარკვეული პერიოდი საზღვარგარეთ იყო წასული, თუმცა საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა:
„დაბრუნება ჩემმა შვილებმა გადამაწყვეტინეს. ბავშვები ძალიან დეპრესიულები გახდნენ. სულ იმას მეკითხებოდნენ, დედიკო, როდის ჩამოხვალო. მეც ვეღარ გავძელი ჩემი შვილების გარეშე და დავბრუნდი…
ჩამოვედი, სტუდია ავაწყვე და გადავწყვიტე, არსად წავიდე. მინდა, ჩემს შვილებთან და ჩემს ოჯახთან ერთად ვიყო. ჯერჯერობით ასე ვგეგმავ და ვნახოთ, როგორ წავა საქმე. ახლა მთლიანად ჩემი სტუდიის საქმეებში ვარ ჩართული…“