LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი მოცეკვავე ოჯახის დანგრევის მიზეზებზე ალაპარაკდა – მზია ორველაშვილი: „ძალიან ლმობიერი ვიყავი, თავს ვხრიდი ყოველ დაყვირებაზე, ღალატზე…“

644
მზია ორველაშვილი

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი წარმატებული სახე, მოცეკვავე მზია ორველაშვილი ჟურნალ „გზას“ თავისი წარუმატებელი ქორწინებების შესახებ ესაუბრა და გაამხილა მიზეზი, რის გამოც, მისი აზრით, ეს ურთიერთობები არ შედგა.

ბოლო ქორწინების დანგრევის მიზეზებზე საჯაროდ არ გისაუბრია. არ გინდა, რომ ახლა მაინც გვითხრა?

მზია ორველაშვილი: 

`ზოგადად ვიტყვი, რომ ჩემი ბოლო ქორწინება დიდი შეცდომა იყო მაგრამ ამ ქორწინებაში შვილი შემეძინა, რომელიც უზომოდ მაბედნიერებს. შეიძლება, ამ ქორწინების დანგრევის მიზეზებზე საუბარი მინდოდეს, მაგრამ ვერ ვილაპარაკებ, რადგან ვიცი, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება… დაძაბულობა და ბევრი ისეთი სიტუაცია იყო, რაც არ უნდა ყოფილიყო. თუნდაც ერთს ვიტყვი: ჩემი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ჩემი უფროსი ვაჟი კაჭრეთში, ჩემს მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად, რადგან ჩემმა მეუღლემ და შვილამ ერთმანეთს ვერ გაუგეს. ჩემი შვილი სწავლას ახლაც კაჭრეთში აგრძელებს, რადგან კარგად მოეწყო, იდეალურად სწავლობს…

შეიძლება, მინდა ხალხმა სიმართლე გაიგოს, რა უჭირს მზია ორველაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი ყოფილი მეუღლე და მისი ოჯახი ჩემი უმცროსი შვილის ოჯახია, ამიტომ უფლება არ მაქვს, რამე ვთქვა. აღვნიშნავ, რომ ბოლო პერიოდში ჩემს შვილს დიდ ყურადღებას აქცევენ.

პრობლემა საკუთარ თავშიც ვეძებე, თუ რატომ დამენგრა ურთიერთობები და ვიპოვე პასუხი: ძალიან ლმობიერი, „რბილი“ ხასიათის ვიყავი, თავს ვხრიდი ყოველ დაყვირებაზე, ღალატზე, აბსოლუტურად ყველაფერზე.ხომ იცი, მერე ერთიანად რომ „ამოგასხამს“, თავს ვეღარ იკავებ. ყველა კარს ხურავ და ეუბნები, რომ ურთიერთობა დასრულდა და ცივილიზებულად შორდები…“

მზია ორველაშვილი სამუშაოდ საფრანგეთში გაემგზავრა: „პურის ფული მიჭირდა… არც ერთ დედას არ ვუსურვებ იმას, რასაც დღეს მე განვიცდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები