LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზიანი ადგილები თებერვალში სამოგზაუროდ – „ბონ ვოიაჟი“

2558
მზიანი-ადგილები-თებერვალში-სამოგზაუროდ---„ბონ-ვოიაჟი“

ვისაც სუსხიანი ზამთარი მობეზრდა, ან თბილი კლიმატი და მოგზაურობა უყვარს „ბონ ვოიაჟი“ გთავაზობთ თებერვალში სამოგზაუროდ ისეთ მიმართულებებს, სადაც შესაბამისი ამინდი და გარემო დაგხვდებათ,რომლითაც ნამდვილად ისიამოვნებთ.

1. მენორკა, ესპანეთი

გაექცეთ ზამთრის სუსხს მენორკაში, ხმელთაშუა ზღვაზე. მოინახულეთ მომხიბვლელი ქალაქები, როგორიცაა ციუტადელა. დატკბით კუნძულის ბუნებრივი სილამაზითა და ისტორიული ადგილებით. თებერვალში აქ ზომიერი ტემპერატურაა, რომელიც იდეალურია მოგზაურობისთვის, ველოსიპედით სეირნობისა და ცხენებით გასეირნებისთვის. არ გამოტოვოთ კუნძულის უგემრიელესი სამზარეულო, დააგემოვნეთ ახალი ზღვის პროდუქტები და ადგილობრივი ყველი. მენორკა გთავაზობთ მშვიდ გარემოს ცივი ზამთრისგან თავდასაღწევად და განსატვირთად.

2. ვალეტა, მალტა

თებერვალი ვალეტაში გასამგზავრებლად და მის მოსანახულებლად ერთ ერთი საუკეთესო პერიოდია. ამ დროს აქ ტემპერატურა საშუალოდ დაახლოებით 15°-18°, რაც იდეალურია ქალაქის მდიდარი ისტორიის შესასწავლად. ბაროკოს არქიტექტურით გაფორმებულ მომხიბვლელ ქუჩებში სეირნობა და ნავსადგურის განსაცვიფრებელი ხედებით ტკბობა აქ მოგზაურობის განუყრელი ნაწილია. თებერვალი ასევე შესანიშნავი დროა ადგილობრივ ღონისძიებებსა და ფესტივალებზე დასასწრებად.

3. პულია, იტალია

ხმელთაშუა ზღვის ხიბლი აქ განსაკუთრებულად იგრძნობა, საშუალო ტემპერატურა და რბილი კლიმატი იდეალურია ქალაქის აღმოსაჩენად. აღმოაჩინეთ ისტორიული ქალაქები, როგორიცაა ალბერობელო თავისი საკულტო ტრულის სახლებით, ან იხეტიალეთ ბაროკოს ბრწყინვალებაში ლეჩეში. სანაპირო საოცრება გელით ადრიატიკისა და იონიის ზღვების გასწვრივ, რომლებიც გვთავაზობენ წყნარ პლაჟებს და კრისტალურად სუფთა წყალს. დატკბით პულიას ცნობილი სამზარეულოთი, რომელიც მდიდარია ზეითუნის ზეთებითა და ახალი ზღვის პროდუქტებით, რომელსაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს ადგილობრივი ღვინოები.

4. პაფოსი, კვიპროსი

პაფოსი, რომელიც მდებარეობს კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, გთავაზობთ შესანიშნავ თბილ თავგადასავალს თებერვალში. ზოგადად კვიპროსი კარგი დანიშნულებაა მათთვის ვისაც სითბო უყვარს და თოვლიანი ზამთრის ნაცვლად თბილ სანაპიროზე დასვენება ურჩევნია. დღისით საშუალო ტემპერატურა 18°C აღწევს. ქალაქი გამოირჩევა მდიდარი ისტორიით,აქ მოინახულებთ უძველესი სამარხებსა და არქეოლოგიურად საინტერესო ადგილებს. ქუჩები სავსეა კაფეებითა და ტავერნებით. პაფოსს ასევე აქვს განსაცვიფრებელი პლაჟები, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ ან გაისეირნოთ სანაპირო ზოლის გასწვრივ. სანაპიროზე ზღვის პროდუქტების საუკეთესო რესტორნებსაც შეხვდებით.

5. ალგარვე, პორტუგალია

რბილი და სასიამოვნო კლიმატი, 15°C-დან 18°C-მდე  ტემპერატურა და ზღვის სიახლოვე ალგარვეს მიმზიდველ ადგილად აქცევს მოგზაურობისთვის,განსაკუთრებით კი თებერვალში, როცა ჩრდილოეთით საკმაოდ ცივა. თვალწარმტაცი სოფლებისა და ისტორიული ადგილების შესასწავლად მშვიდ გარემოში შეძლებთ,რადგან ამ პერიოდში აქ ნაკლები ტურისტი და ხალხმრავლობაა. აღსანიშნავია, რომ თებერვალში აქ სასიამოვნო წვიმებიც იცის,რაც ხელისშემშლელი ნამდვილად არაა და კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს სანაპიროს.

6. ტენერიფე, კანარის კუნძულები

ვულკანური მწვერვალებიდან ოქროსქვიშიან პლაჟებამდე-ასეთი სანახაობა გელით კუნძულ ტენერიფეზე. კანარის კუნძულების უდიდესი კუნძული ამაყობს ულამაზესი ქალაქებით, როგორიცაა სანტა კრუზი და ისტორიული ადგილები, როგორიცაა ტეიდის ეროვნული პარკი, სადაც მთა ტეიდი, ესპანეთის უმაღლესი მწვერვალი მდებარეობს.  თებერვალში აქ ნალექის რაოდენობა მინიმალურია და ძირითადად მზიანი ამინდებია.  

7. კორფუ, საბერძნეთი

მათთვის ვისაც თბილი კლიმატი ხიბლავს საბერძნეთი საინტერესო მიმართულებაა. თებერვალში განსაკუთრებით პოპულარულია კურფუ. აღმოაჩინეთ ძველი ქალაქი, მშვიდად და ხალხმრავლობის გარეშე ისეირნებთ ულამაზეს პლაჟებზე. განსაკუთრებულად მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფერო დაგხვდებათ მის ავთენტურ ტავერნებში, სადაც დააგემოვნებთ ადგილობრივ დელიკატესებს და შეიგრძნობთ ამ ადგილის მდიდარ კულტურას ზაფხულის ხალხმრავლობის გარეშე. ეს არის მშვიდი თავშესაფარი მათთვის, ვინც ზამთარში სითბოს და განტვირთვას ეძებს.

8. მონაკო

მომხიბლავი ფრანგული რივიერას გასწვრივ მოქცეული მონაკო გამოირჩევა ზამთრის რბილი ტემპერატურით, რომელიც იდეალურია დასასვენებლად და სეირნობისთვის მის ულამაზეს სანაპიროზე. მოინახულეთ მისი მომხიბლავი ძველი ქალაქი, ცოცხალი ბაზრები და მსოფლიოში ცნობილი კაზინოები. აქ ნამდვილად გელით  მდიდარი კულტურული გამოცდილება ლაჟვარდისფერი ზღვის განსაცვიფრებელი ხედების ფონზე. ქალაქი ამაყობს რბილი ხმელთაშუა ზღვის კლიმატით. დღეები ძირითადად მზიანია, საშუალო ტემპერატურა კი დაახლოებით 13-15°C. რა თქმა უნდა მონაკო არ უნდა დატოვოთ მატისის მუზეუმი მონახულების. დახვეწილი კაფე-ბარები სასიამოვნო დროის გატარების საწინდარია. თებერვალში აქ ხალხიც ნაკლებია,რაც მონაკოს აღმოსაჩენად კიდევ უფრო მიმზიდველი პერიოდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g