LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზისკარი“ – ახალი პროექტი გასტროტურიზმის პოპულარიზაციისათვის

116
მზისკარი

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო.

„მზისკარი“ საოჯახო მასპინძლების ქსელია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პრეზენტაციას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები და პროექტის ბენეფიციარები.

მისასალმებელ სიტყვაში პირველმა ვიცე-პრემიერმა ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდაში აღნიშნული სექტორის წილი განსაკუთრებულია.

„ვფიქრობ, „მზისკარი“ ძალიან კარგი ინიციატივაა. ჩვენს ქვეყანას ისტორიულად გააჩნია ტრადიციები გასტროკულტურის, სუფრის, მასპინძლობის, რაც მნიშვნელოვანი ელემენტებია იმისთვის, რომ ეს იქცეს ტურისტულ პროდუქტად როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. ასევე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ე.წ სოფლის განვითარებისთვის, რეგიონალური განვითარებისთვის, ინკლუზიურობისთვის, საოჯახო მეურნეობის ხელშესაწყობად“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა

პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ პროექტის პირველ მონაწილეებს კვების ობიექტებისთვის საჭირო მანიშნებლები გადასცა.

ამ ეტაპზე ქსელში 8 ობიექტია გაერთიანებული.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ  გარემოში, ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ტრადიციების გაცნობას, კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.

„მზისკარის“ ქსელის მასპინძლობისთვის მსურველებმა სპეციალური კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ: ოჯახის მიერ მართულ სამასპინძლო ობიექტს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს ავთენტური გარემო, უნდა ფლობდეს საკუთარ მეურნეობას, დაცული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის წესები და სხვა.

„მზისკარის“ ქსელში გაერთიანებულ მასპინძელ ოჯახებს ტურიზმის ადმინისტრაცია მთელ რიგ ხელშემწყობ აქტივობებს სთავაზობს:

  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინდივიდუალური ტრენინგები და კონსულტაციები: სურსათის უვნებლობა; ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი; კერძების შექმნა/გამრავალფეროვნება, მენიუს შემუშავება და კონკურენტუნარიანი შეთავაზების ფორმირება.
  • მხარდაჭერა მარკეტინგში: პროექტის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში (ფეისბუკ და ინსტაგრამ გვერდები) განთავსება პერსონალური პროფილებით (ობიექტის აღწერილობა/ფოტო კოლაჟი/ ვიდეო წარდგენა); საერთაშორისო და შიდა ბაზარზე პოპულარიზაცია; სასაჩუქრე პაკეტის შექმნა (მენიუს დიზაინი, ინვენტარი).
  • მისაწვდომობის გაუმჯობესება
  • ბრენდირებული მაიდენტიფიცირებელი ნიშნის დამზადება/მონტაჟი
  • ფინანსებზე წვდომა
  • სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ – „მიკრო მეწარმეობის მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად „მზისკარის“ წევრისთვის: სესხის დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სრულად სუბსიდირება, სრულად ათვისებული სესხის შემთხვევაში კი 25%-იანი ქეშბექი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g