სამტრედიაში, მხატვარ ლია უკლებას მიერ შესრულებული სტრიტ-არტი გადაღებეს, რომელიც ნაადრევი ქორწინების პრობლემას ეხებოდა. პროექტი ერთი წლის წინ, სამტრედიის გამგეობასთან შეთანხმებით და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. „ქუთაისი პოსტი“ -ის ცნობით, ნახატი სამტრედიის გამგეობამ გადაღება.
„მოსახლეობამ მოგვმართა ფასადების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. დაკმაყოფილდა მათი სურვილი. ნახატი არ ვიცი, ვინმეს უშლიდა თუ არა ხელს – ამბობს სამტრედიის გამგეობის წარმომადგენელი.
„ნაადრევი ქორწინება” ლია უკლებას მიერ სტრიტ-არტის ჟანრში შესრულებული მეორე ნამუშევარია, რომელიც გადაღებეს. ასევე წაშალეს, ამავე პროექტის ფარგებში, წყალტუბოს სამხატვრო სკოლის კედელზე, ფემინისტურ თემაზე შესრულებული ნახატი.