LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალები“ იმ შემთხვევაში შეიძლება იყვნენ საშიში, თუ ძალოვან სტრუქტურებს ჩაიგდებენ ხელში, მზად არიან, დათმონ, უფრო მეტსაც თმობენ” – ალეკო ელისაშვილი

245
ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, არის მოთხოვნა ოპოზიციურ ერთობასთან დაკავშირებით, თუმცა არსებობს შიში, „ნაციონალებმა“ ისევ არ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება.

მისივე განმარტებით, „ნაციონალები“ მზად არიან, ძალოვანი სტრუქტურები და უფრო მეტიც დათმონ.

„რა შემთხვევაში შეიძლება იყვნენ „ნაციონალები“ საშიშები, თუ ძალოვან სტრუქტურებს ჩაიგდებენ ხელში, ხომ? თუ ვერ შევძლებთ ინსტიტუციური წონასწორობის მექანიზმების შექმნას. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ესენი უნდა გავუშვათ და 30 წლის თავზე ერთხელ და სამუდამოდ ისე უნდა შევქმნათ ინსტიტუციები, რომ მარტო „ნაციონალებმა“ კიარა, ვერცერთმა პარტიამ ვერ გაქაჩოს ძალაუფლება თავისკენ. ამას უნდა მივაღწიოთ, რომ დაბალანსდეს ყველაფერი. „ნაციონალები“ ყველაფერზე თანახმა არიან, თანახმა არიან, რომ დასახელდეს ყველასთვის მისაღები კონკრეტული ადამიანები შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატად, უშიშროების მინისტრობის კანდიდატად, ძალოვანი სტრუქტურები ბევრია. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, დაზვერვის, სადაც ოპერატიული რამეა, მზად არიან, დათმონ. უფრო მეტსაც თმობენ ისინი, აღარ მინდა, გავასწრო მოვლენებს. ამას თუ ოფიციალურად იტყვიან, ფიცს დადებენ, საერთოდ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები უნდა წავიდეთ, გმირთა მოედანზე ფიცი დავდოთ, რომ იმას გავაკეთებთ, რასაც დავპირდებით. ფიცი უნდა დავდოთ და ვთქვათ, რომ ამათი გაშვება ერთია, მაგრამ მეორეა, შევქმნათ წონასწორობის მექანიზმები და ერთობა. მე უნდა დავიჯერო, რომ „ნაციონალები“ საშიშები აღარ იქნებიან, მე უნდა მჯეროდეს, რომ შემდეგ ჩემი მხარდამჭერი დავაჯერო, მაგრამ ახლა ის მომენტია, რომ ყველამ უკან უნდა დაიხიოს საქართველოსთვის, რადგან დღეს რეალურად ჩვენი საქართველო არის განსაცდელში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g