LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალებს“ უნდათ, რომ მერია გადააქციონ აჯანყების შტაბბინად, ამისთვის უნდათ გამარჯვება: ირაკლი ბათიაშვილი

1834
ირაკლი ბათიაშვილი

ეს ინსტიტუტი რამის გასაკეთებლად კი არ სჭირდებათ, უნდათ რომ მერია გადააქციონ ამბოხებისა და აჯანყების შტაბბინად. – ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

“როგორ მოქალაქემ მინდა ჩემს თბილისელებს ვუთხრა, აქ ყველაფერი არის ცხადი და ნათელი. ” – აცხადებს ბათიაშვილი

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ თბილისელებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ თუ სურთ ქალაქ ჰყავდეს პატრონი, რაღაც გაკეთდეს, გალამაზდეს. ხმას მისცემს კახა კალაძეს. ვისაც უნდა რევოლუციის შტაბბინად გადაიცეს მერია, ხმას მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“

ბათიაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას მერის ინსტიტუტი მხოლოდ ამბოხისა და აჯანყებისთვის სჭირდებათ.

” სააკაშვილი აქ იმისთვის კი არ ჩამოდიოდა, რომ გზები დაეგო და ავარიული სახლები გაერემონტებინა. მათ უნდათ, რომ დაუფლებოდნენ ამ ინსტიტუტს და იქ ექნებოდათ შტაბბინა” – ბათიაშვილი

“ნურავის ექნება ილუზია, რომ მათი კანდიდატის მხარდაჭერით ქალაქზე ზრუნვას ირჩევენ.” – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა

 

magti 5g