LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალებთან“ პარტიულ აფილირებას ან მიბრუნებას გამოვრიცხავ: დავით ბაქრაძე

77
დავით ბაქრაძე

„თუ ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, „ნაციონალებთან“ პარტიულ აფილირებას ან რაიმე ფორმით მიბრუნებას  გამოვრიცხავ,” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის იღებას პაუზას პარტიული პოლიტიკიდან, თუმცა რჩება ოპოზიციურ ფრონტზე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიბრუნებას,  გამოვრიცხავ, ეს თემა არ განიხილება და დახურულია. მე ვიღებ პაუზას პარტიული პოლიტიკიდან, თუმცა მე ვარ ოპოზიციის ფორმატის ნაწილი და მიუხედავად იმისა, რომ ვიღებ პაუზას პარტიული პოლიტიკიდან, საერთო ოპოზიციურ ფრონტზე ვრჩები და შემიძლია წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g