„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, 2 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოსთან, ყოფილი პრეზიდენტის პროცესის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მორიგ აქციას გამართავს. აქცია 11:00 საათზე დაიწყება.
როგორც „ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, აქცია მშვიდობიანი ხასიათის იქნება და მიზნად, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას ისახავს. პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს დაიცვან წესრიგი და არ აჰყვნენ პროვოკაციულ ქმედებებს დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ.
ცნობისთვის, ხვალ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე გაიმართება.
ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა ყოფილ პრეზიდენტს პროცესზე დასწრების შესაძლებლობა.