LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ აუცილებლად მოვიდნენ შემდეგ სასამართლო პროცესზე და აქცია გამართონ: ნაყოფია

288
1

“ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს შემდეგ სასამართლო პროცესზე, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებისა და აქციის გამართვისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ნაყოფიამ მარ შემდეგ ისაუბრა, რაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ნაყოფიას თქმით, რაც უფრო მეტი ხალხი მივა, მით უფრო ნაკლები იქნება აგრესია სამართალდამცველების მხრიდან:

“იუსტიციის სამინისტრო, პრაქტიკულად, დაემუქრა მიხეილ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს – თუ აქციებს მოვაწყობთ სასამართლოსთან, მას ისევ გლდანის ციხეში გადაიყვანენ.

მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მოუწოდებს მხარდამჭერებს, რომ მოვიდნენ, გამართონ აქცია. გუშინ, როდესაც სააკაშვილს სასამართლოზე ასამართლებდნენ, ვნახეთ როგორ არბევდნენ სამართალდამცავები მშვიდობიანად მოსულ ადამიანებს, როგორ ასხამდნენ წიწაკის სპრეის და ასე შემდეგ. ამიტომ, რაც უფრო მეტი ვიქნები და მეტი ხალხი მივა, მით უფრო ნაკლები იქნება მათი აგრესია. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებს, ისინი აუცილებლად მოვიდნენ შემდეგ სასამართლო პროცესზე.” – თქვა  ნაყოფიამ.

როგორც კობა ნაყოფიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს აქვს მოლოდინი, რომ მას სასამართლო პროცესზე დაასწრებენ:

“მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო პროცესს დაასწრებენ. ის აუცილებლად წარდგება აღნიშნულ სასამართლო პროცესზე, როგორც ბრალმდებელი. ძალიან სერიოზულად ემზადება ამ პროცესისთვის და მას ექნება ე.წ საბრალდებო დასკვნა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობას წარუდგენს. გარდა ამისა, ის კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს საზოგადოებას და გააცნობს სამომავლო გეგმებს.” – თქვა ნაყოფიამ.