“ნაციონალური მოძრაობა” ნიკა მელიას უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს. პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერს ხელს.
“ევროპულ საქართველოში” თვლიან, რომ ხელმომწერ პოლიტიკოსებს აქამდე უნდა გაეაზრებინათ, რომ დოკუმენტი ნიკა მელიასთვის მისაღებ პირობებს არ ასახავდა და ამ კუთხით მორალურ პასუხისმგებლობას სწორედ ხელმომწერებს აკისრებენ.
“გირჩში” მიიჩნევენ, რომ ნიკა მელიას ევროკავშირის წინადადება უნდა მიეღო და ციხე გირაოთი დაეტოვებინა