LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს: აკაკი მინაშვილი

43
აკო მინაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის აკაკი მინაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს არსებული ვერსიით, პარტია ხელს არ მოაწერს. მისი თქმით, მიზეზი დოკუმენტის ბუნდოვანებას უკავშირდება.

“ამ ვერსიით, რაც წარმოდგენილია, ჩვენ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ შემდეგი მიზეზებით: ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა. აქ საუბარია გირაოზე და ნიკა მელიას პოზიცია ამასთან დაკავშირებით თქვენ კარგად იცით.

ასევე, საუბარია ამნისტიაზე საკმაოდ ფართო გაგებით და მოიცავს იმ ადამიანებს, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ ჩვენს მოქალაქეებს ძალის გამოყენებით ზიანი მიაყენეს, ასეთ ამნისტიაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ,” – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

მისი თქმით, სუსტი წერტილებია თუნდაც ის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კიდევ 2 წელი რჩება პოზიციაზე. გაურკვეველია როდის ხდება საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. მინაშვილის სიტყვებით, გენერალური პროკურორი ისევ უნდა დარჩეს, საუბარი არაა ახალ მოსამართლეებზე, რაც ნიშნავს რომ რეალური ცვლილებები ვერ განხორციელდება.

“ის შემოთავაზება, რაც ვადამდელ არჩევნებს ეხება , ესაა არასწორი მიდგომა, რადგან თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება,” – განაცხადა მინაშვილმა.

ენმ-ს წარმომადგენლის თქმით, იმისთვის, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა“ დოკუმენტს ხელი მოაწეროს, მნიშვნელოვანია, რომ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით, უპირობოდ გათავისუფლდეს და ამის შემდეგ შეთანხმებისთვის სივრცე გაიხსნება.

“ასევე მკაფიო უნდა იყოს გიორგი რურუას გათავისუფლების მექანიზმები. შემდეგი არჩევნებისთვის  ცენტრალური საარჩევნო კომისია და ადმინისტრაცია სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება მართლმსაჯულების საკითხებზე, მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის სერიოზული ცვლილებები, ახალი მოსამართლეები და მათ შორის, უცხოელებიც. ასევე ვადამდელი არჩევნები.

მსოფლიოში არავის გამოუგონია კრიზისების დაძლევის უკეთესი მექანიზმი, ვიდრე არჩევნებია. ესაა საუკეთესო გამოსავალი. მივცეთ მოქალაქეებს საშუალება ხმა მისცენ იმ პარტიას, ვის მიმართაც ნდობა აქვთ,” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g