LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა – არჩილ თალაკვაძე

110
6a50c9cc0f667726695a092dcb0e894b-XL

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ახლა ჩნდება კითხვა, შეძლებს თუ არა ეს პოლიტიკური პარტია, მომავალში რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

„კარგია, რომ ოპოზიციის ამ ნაწილმა, „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, მიიღო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. მათ გაითვალისწინეს ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მოწოდება, მხარი დაეჭირათ ცვლილებებისთვის. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, დღეს, როგორც საზოგადოებამ დაინახა, ეს პოლიტიკური პარტია თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც საერთო ჯამში სამწუხაროა. თუ მათ ვერ აიღეს პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება, საზოგადოების დაკვეთა და საერთო ფართო კონსენსუსი, ალბათ კითხვა ჩნდება, შეძლებს თუ არა ეს პოლიტიკური პარტია, მომავალში რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებდა “ნაციონალური მოძრაობა”.

136 მომხრე, 5 წინააღმდეგი: საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g