„ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული დეპუტატები – რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან.
პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იქნება. როგორც დეპუტატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნავს, პოლიტიკური ჯგუფი საპარლამენტო მუშაობის თვალსაზრისით აქტიური იქნება.
„ახალი რეგლამენტი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს. ეს არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველა საპარლამენტო რესურსს გამოვიყენებთ – იქნება პარლამენტში თუ დელეგაციებში მუშაობა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პოლიტიკური ჯგუფის სახელი ჯერ ცნობილი არ არის.
