LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ მოშიმშილე დეპუტატი კლინიკაში გადაიყვანეს

139
მოშიმშილე ენმ-დან

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობიდან“- ირაკლი ეძგვერაძე კლინიკაში გადაიყვანა. როგორც პარტიაში განაცხადეს, დეპუტატს, სავარაუდოდ, კუჭის მწვავე სპაზმი ჰქონდა, რის გამოც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. 

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან, უკვე მე-8 დღეა 20-ამდე კარავია გაშლილი. საყოველთაო შიმშილობის აქციას, რომელიც პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, ასევე არსებული პოლიტიკური ვითარების გასაპროტესტებლად დაიწყო, უკვე 200-ზე მეტი მოქალაქე შეუერთდა.

 

mazda magti 5g