LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, შსს-ს წარმომადგენები ნიკა მელიას დასაკავებლად მივიდნენ

126
BeFunky-collage (19)

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნიკა მელიას დასაკავებლად მივიდნენ. მათი განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინებაა გაცემული, რომელიც უნდა აღასრულონ.

პოლიციელებსა და ნიკა მელიას ადვოკატს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი სამართალდამცავებს სთხოვდა, რომ განჩინება მისთვის გადაეცათ, თუმცა პოლიციელები პირადად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

სამართალდამცავებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ და ტერიტორია დატოვეს. ადგილზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები იმყოფებიან.

 

magti 5g