LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე იარაღით სროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

241
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანებული ბანერის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარტიას შსს-სთვის არ მიუმართავს და გამოძიება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. 

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მოუმართავთ. გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები,” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისს ავტომობილიდან იარაღით ესროლეს – პარტიის პრესსამსახური

magti 5g