LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია

184
2024-05-01_01-43-16_109998

,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია.

როგორც პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ,,ის საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს”.

,,რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი. დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ

,,მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი” – შსს განცხადებას ავრცელებს

პარლამენტთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა – ვითარება დაძაბულია

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარედ ინგოროყვას ქუჩა გადაკეტეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები