LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის 4 პოლიტიკოსი იბრძოლებს – კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა

170
ნაციონალური მოძრაობა

ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა დღეს 18:00 საათზე ამოიწურა.

თავმჯდომარეობის კანდიდატებად ოფიციალურად დარეგისტრირდნენ: ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე.

პარტიის თავმჯდომარეს 2023 წლის 28-29 იანვარს აირჩევენ, არჩევნები ე.წ. ბლოქჩეინის სისტემით ჩატარდება.

შეგახსენებთ, მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პოლიტსაბჭოს 39 წევრის რეკომენდაცია აქვს, გიორგი მუმლაძეს 5 წევრის; ლევან ხაბეიშვილს და ნონა მამულაშვილს კი 3-3 წევრის რეკომენდაცია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები