LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ცესკოში მივიდნენ

93

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ცესკოში მივიდნენ. ისინი დარღვევებზე რეაგირებას ითხოვენ. როგორც პარტიის წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ რაც საარჩევნო უბნებზე მომხდარ დარღვევებზე განცხადება გააკეთეს, ორი საათია გასული.

“რეგისტრატორების მაგიდების უკან ახდენდნენ ამომრჩევლებზე ინფორმაციის გადამოწმებას იმისთვის, რომ მოეხდინათ სიების გადამოწმება ყველა დაბევებული ამომრჩეველი მივიდა თუ არა უბანზე. ამის შემდეგ გასულია ორი საათი, და რეაგირება ცესკო-ს არ მოუხდენია. მოსული ვართ თამარ ჟვანიასთან და მოვითხოვთ რეაგირებას”,-განახადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ზაზა ბიბილაშვილი დასძენს, რომ ინფორმაცია, რომელსაც აღნიშნული პირები ამომრჩევლის შესახებ იწერდნენ, პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცესკო-ში განცხადება უკვე გაკეთდა. ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაკვირვების უფლების მქონე პირებს ამომრჩევლებზე საჯარო ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ.

“ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და ასევე სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს”,-განაცხადა ანა მიქელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g