დედაქალაქის ქუჩებში დღეს ავტოკოლონით მორიგი მსვლელობა იმართება.
მსვლელობის ორგანიზატორები პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები არიან.
პროტესტის გამოხატვის ფორმასთან ერთად, მათი მოთხოვნებიც უცვლელი რჩება – როგორც პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
მსვლელობა ნიკა მელიას საარჩევნო შტაბიდან იწყება. აქტივისტები გლდანის გამგეობისკენ გაემართებიან, სადაც აქციას გამართავენ, შემდეგ კი რესპუბლიკის მოედნის გავლით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლებენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ზვიად კუპრავამ განაცხადა, მსვლელობა ნიკა მელიას მხარდასაჭერად იმართება:
“პროტესტი გვექნება გამგეობებთან, შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან. ვუცხადებთ მხარდაჭერას და გვერდში დგომას ნიკა მელიას. ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლება არ არის მხოლოდ სამინისტროები, მათი ნაწილია გამგეობებიც და შესაბამისად, ჩვენი პროტესტი მოიცავს მათ შორის თვითმმართველობის ორგანოებსაც.” – აღნიშნა კუპრავამ.
შეგახსენებთ, დღესვე ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, სადაც მთავარ საკითხებს შორის კვლავ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა იყო.
გაერთიანებულ ოპოზიცაში აცხადებენ, რომ მათი პოზიცია უცვლელი რჩება, აუცილებელია დიალოგი, მმართველ გუნდს კი არ მისცემენ საბაბს,რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს.
ხელისუფლებას არ მივცემთ დამატებით საბაბს მოლაპარაკებები ჩაშალოს – რაზე შეჯერდა ოპოზიცია