“ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობა” კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
” ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ასეთი ძალადობრივი გზით კონსტიტუციის მიღებას და არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას,” – განაცხადა გოცირიძემ.