LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

81
ენმ საკრებულო

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჩაინიშნა, პროტესტის ნიშნად დატოვა. 

პროტესტის მიზეზად ენმ-ს წევრები ბათუმის ახლად არჩეული საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეს ასახელებდნენ და აცხადებდნენ, რომ იგი ზეწოლის შედეგად გარდაიცვალა.

თბილისის საკრებულოში დღეს „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრები მაისურზე ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოთი მივიდნენ და გარდაცვლილი დეპუტატის მიმართ სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატეს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.

როგორც ენმ-ს წევრმა საკრებულოდან, ირაკლი ნადირაძემ მედიას განუცხადა, იმ ფონზე, როდესაც ნუგზარ ფუტკარაძეს ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა უნდა გაეხსნა, მათ კოლეგებს არანაირი უფლება არ ჰქონდათ, თბილისში სხდომას დასწრებოდნენ.

„ჩვენ არანაირი მორალური უფლება არ გვქონდა დავმსხდარიყავით და გვენახა, თუ როგორ ინაწილებს თანამდებობებს „ქართული ოცნება.“ სხვა დღეს ამ საკრებულოს შენობაში არაფერი ხდება, მოქალაქეების პრობლემებზე აქ არავინ მსჯელობს. ბრძოლას ზეწოლისა და შანტაჟის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ,“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g