LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაცლად იმისა, რომ მათი ღვაწლი აღიაროს, ჩვეულებრივ ქელეხამდე დაიყვანა, მიუსამძიმრა ცალყბად და კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა“ – გია ხუხაშვილი პრემიერის სამძიმარზე

185
Capture

რატომ უნდა გამოცხადდეს გლოვის დღე საქართველოში და რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი სოლიდარობის განცდა – ამ საკითხზე ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები არიან დღეს საქართველოს მშვიდობის გარანტორები და არა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ქმედებები.

ღარიბაშვილი: ჩვენ სამჯერ ვიომეთ, საკმარისია!.. ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუკში“ აქტიურები რომ არიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში სელფებს რომ იღებდნენ, არამედ წინა პლანზე

„სპეკულაცია ხელისუფლების მხრიდან, რომ მათი გონივრული პოლიტიკის გამო არის დღეს მშვიდობა საქართველოში არაკეთილსინდისიერი ლოგიკაა. რეალურად, მშვიდობას საქართველოში უზრუნველყოფენ ზუსტად ის ქართველები, რომლებიც უკრაინაში იბრძვნიან. იმისთვის, რომ საქართველოში რომ არ ჰქონდეს საომარი, ისინი წინა ხაზზე გაიჭრნენ და იქ იბრძვნიან. რუსეთი  ჩვენი მიმართულებით ვერ იყურება, იმიტომ, რომ იქ აქვს უზარმაზარი პრობლემები. ასეთი მოცემულობაა და ბუნებრივია, რომ ეს ადამიანები საქართველოს გმირები არიან. ისინი საჭიროებენ შესაბამის დამოკიდებულებას.

ჩვენ ყველა გმირობის მაგალითებზე გავიზარდეთ. ვინც სხვანაირად ფქირობს, ის მორალურად მზად არის რუსული ოკუპაციისთვის. ჩვენ უნდა გვესმოდეს მარტივი რამ, როგორც კი უკრაინაში რუსეთი დაასრულებს თავის ოპერაციას, მეორე დღესვე ჩვენ მოგვმართავს და ამ დროს რას ვაკეთებთ? მშვიდობა ნებისმიერ ფასად? მზად ვართ რომ ტრაქტატი-2 ზე ხელი მოვაწეროთ? ოკუპაციის პირობებში გადავიდეთ?“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პრემიერი: ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ

ექსპერტმა ასევე შეაფასა უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების მიმართ პრემიერ-მინისტრის სამძიმარი და მის განცხადებას ამორალური უწოდა.

„აბსოლუტურად ამორალური, ვერბალური კონსტრუქციებით ყველა ზღვარს სცილდება. ამ ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს. ვის მიჰყავს ეს ადამიანები ომში? რომელ ომის პარტიას? შეურაცხყოფა მიაყენა ამ ერთ წინადადებაში იმ ადამიანებს. ნაცლად იმისა, რომ მათი ღვაწლი აღიაროს, ფაქტობრივად ჩვეულებრივ ქელეხამდე დაიყვანა, მიუსამძიმრა ცალყბად და კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები