„ნაცმოძრაობას“ ორი მასხარა უდგას სათავეში, ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი „ლუზერი“, –ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან „გამარჯვების პლატფორმაზე“ საუბრისას აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილის რეიტინგი პოლიტიკაში 1%-ია.
„რა არის „გამარჯვების პლატფორმა“, არ ვიცი რომელია… „ნაცმოძრაობას“ ორი მასხარა უდგას სათავეში. ხაბეიშვილი და ვაშაძე, ორი ცნობილი „ლუზერი“.
მდინარაძე: „ვაშაძის, როგორც პოლიტიკოსის ხასიათი, ძალიან ჰგავს ენმ-ის დღევანდელი ე.წ. თავმჯდომარის ხასიათს, ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები, ისინი არიან ყველაზე რადიკალები“
„ყველანი ცდილობენ, ერთად მიიღონ ხმები, რომელიც მომავალ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მოუგებს, რაც წარმოუდგენელია“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.
ზოგადად, კეზერაშვილს ახასიათებს მოგებიანი ინვესტიციები, ყველაზე საინტერესო მოგებიანია ინვესტიცია, რაც მან განახორციელა არის ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელიც წერს მედიაში 1% რეიტინგს და არის ხაბეიშვილი, რომელიც წერს 1% რეიტინგს პოლიტიკაში.
ღმერთმა ხელი მოუმართოს კეზერაშვილს. ოფიციალური რეიტინგი არსებობს, ორი კომპანიაა, რომელიც რეიტინგებს ზომავს. „ფორმულა“ ფსკერზეა, ეს არის კეზერაშვილის ყველაზე იღბლიანი ინვესტიცია ხაბეიშვილთან ერთად“. – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.