LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების ჟურნალისტები დასდევენ და ცდილობენ ჩვენი წარმომადგენლების ბულინგს და ეკითხებიან მათ, რატომ აქვთ სიები: მდინარაძე

44
mamuka-mdinaradze-w-h

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგელებზე ბულინგი ხორციელდება.

“ვხედავთ სერიოზულ პროვოკაციებს და ძირითადად ეს პროვოკაციები, ჩვენი წარმომადგენლების ბულინგი, მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების ჟურნალისტების მხრიდან,- განცხადა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, კანონის შესაბამისად, ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელს, თუ ის იცავს 100-მეტრიან დისტანციას, აქვს უფლება ჰქონდეს სიები, მოახდინოს ამომრჩევლის მობილიზება და აწარმოოს სააგიტაციო მუშაობა.

“იქ, სადაც ხელოვნურად შექმნილი პროვოკაციული ფონი არ არის, ყველგან მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები, რაიმე არსებითი დარღვევების გარეშე, ოღონდ ვხედავთ სერიოზულ პროვოკაციებს და რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ძირითადად ეს პროვოკაციები, ჩვენი წარმომადგენლების ბულინგი მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების ჟურნალისტების მხრიდან.

მინდა ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია მოგცეთ, რომ კანონის შესაბამისად, ყველა წარმომადგენელს რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, აქვს უფლება, თუ ის იცავს 100-მეტრიან დისტანციას, გასწიოს აგიტაციაც კი, არათუ ჰქონდეს სიები, რომელიც მოიპოვება ცესკოს საიტზე და ღია წყაროებში, არამედ მოახდინოს ამომრჩევლის მობილიზება და აწარმოოს სააგიტაციო მუშაობა. ამის მიუხედავად, იმის უზრუნველსაყოფად და იმ მიზნით, რომ დაბნეულობა გამოიწვიონ ჩვენს წარმომადგენლებში,

„ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების ჟურნალისტები დასდევენ და ცდილობენ ჩვენი წარმომადგენლების ბულინგს და ეკითხებიან მათ, რატომ აქვთ სიები.

მართლაც დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა იმისა, როდესაც სიებს არ აჩვენებენ ჩვენი წარმომადგენლები, ეს მათი დაბნეულობით აიხსნება, თუმცა ხაზგასმით და კატეგორიულად ვაცხადებ, მათ აქვთ ამ სიების ფლობის და ამით სარგებლობის უფლება. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს, ყველა ტელევიზიას, რომ თავი დაანებონ ამ ადამიანების ბულინგს, იმიტომ, რომ ისინი არაფერს უკანონოს ამ სიებით ქონით და სარგებლობით არ აკეთებენ“,- განაცხადა მდინარაძემ.

magti 5g