LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნადეჟდა სავჩენკო უკვე კიევისკენ მიფრინავს

80

უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თვითმფრინავით დონის როსტოვიდან კიევის მიმართულებით უკვე გაფრინდა, ინფორმაციას Reuters  ავრცელებს.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ პარალელურად, რუსეთში გადაიყვანენ უკრაინაში დაკავებულ „გრუ“-ს თანამშრომლებს – ალექსანდრ ალექსანდროვს და ევგენი ეროფეევს.

სავჩენკო სამშობლოში უახლოეს საათებში ჩაფრინდება.

ამასთან, ადგილობრივი დროით 15:15 სთ-ზე უკრაინის პრეზიდენტი პრესკონფერენციას გამართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები