LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაიკი უარს ამბობს გოლფის მოთამაშეების ეკიპირებაზე

39

ნაიკი, რომელიც სპორტული ტანსაცმლის და აღჭურვილობის გამოშვებაზე სპეციალიზირდება, აღარ აპირებს გოლფის მოთამაშეების ეკიპირებას. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ახლა ბრენდი ყურადღებას მხოლოდ გოლფისტების ტანსაცმელზე გაამახვილებს, თუმცა ძველებურად ითანამშრომლებს ცნობილ სპორტსმენებთან, მათ შორის ტაიგერ ვუდსთან.

ექსპერტები ამგვარ გადაწყვეტილებას ბრენდის შემოსავლის დაცემას უკავშირებენ – გასულ ფინანსურ წელს, გაყიდვები გოლფ-სეგმენტში 8%-ით, 706 მლნ. დოლარამდე შემცირდა.

ივლისის თვეში ბრენდმა სპორტული ფეხსაცმლის Hyperdunk’08-ის თავიდან გამოშვება დააანონსა. სხვათასორის, 2008 წელს სწორედ ამ მოდელით მოიგო კობი ბრაიანტმა ოქროს მედალი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g