LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს მეხუთე ოქროს ბურთისთვის ნაიკმა სპეცბუცები გამოუშვა

113

Nike-მ უკვე დაამზადა ბუცების სერია კრიშტიანო რონალდოს მეხუთე ”ოქროს ბურთის” აღსანიშნავად, რომელიც პორტუგალიელს ჯერ არ მოუგია.
”ფრანს ფუტბოლი” 2017 წლის ”ოქროს ბურთის” მფლობელს ამაღამ გამოავლენს, თუმცა როგორც ჩანს Nike-ს კულუარული ინფორმაცია გააჩნია.

ოქროსფერი ბუცები სახელად ”Quinto Triunfo” (მეხუთე ტრიუმფი) შეზღუდული ოდენობით, სულ 1000 წყვილი გამოვა და თითოეულ წყვილს შესაბამისი ნომერი ექნება.

თუ დღეს პორტუგალიელს ”ოქროს ბურთს” გადასცემენ, ეს მისთვის მეხუთე ჯილდო იქნება და ამ მაჩვენებლით რონალდო ლიონელ მესის გაუთანაბრდება. 2017 წელს კრიშტიანომ ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, უეფას სუპერთასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები