კომპანია Mercedes – Benz–მა გამოაქვეყნა რგოლი, რომელშიც Mercedes- AMG A 45–ის ყინულის ტრეკზე გადაადგილებაა ასახული. კადრები შვედეთის ტერიტორიაზე გადაღებული და ავტომობილი ძირითადად დრიფტის რეჟიმში გადაადგილდება.
როგორც ადრევე გახდა ცნობილი, 400 ძალის AMG ეფექტური ცურვის სისტემითაა უზრუნველყოფილი.
უმცროსი Mercedes-AMG A 35 4Matic–ისგან განსხვავებით, A45 MBUX–ის კომპლექტაციასაც მიიღებს. მას ციფრული პანელი და ინფორმაციის გამოსახვის სამი რეჟიმი ექნება. გარდა ამისა, ჰეტჩბეკი რბოლის დროს ვირტუალურ დამხმარეს – AMG Track Pace–საც გაააქტიურებს და მას 80–მდე პარამეტრის დაფიქსირება შეეძლება.