LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ Apple-ის განახლებული, M3 ჩიპის მქონე iMac

129
page

Apple-იმ განახლებული, M3 ჩიპის მქონე iMac წარადგინა. ეს გახლავთ 24-ინჩიანი M3 პროცესორის მქონე iMac.

მისი მახასიათებლებია: 4.5K Retina, Wide Color (P3), True Tone, 1080p FaceTime HD კამერა, 4480 x 2520 გარჩევადობა, 8 და 10-ბირთვიანი პროცესორები 24 GB-იან ერთიან მეხსიერებასთან თავსებადობით.

ახალი მოწყობილობა მომხმარებლებს პროგრამულად აჩქარებულ ვიდეო კოდირებისა და დეკოდირების ელემენტებს სთავაზობს.

ის რამდენიმე ფერშია წარმოდგენილი, ესენია: მწვანე, ვარდისფერი, ლურჯი და ვერცხლისფერი.

Apple-ის განახლებული, M3 ჩიპის მქონე iMac-ის ღირებულება 1299 დოლარიდან იწყება.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები